Foto

ზელესნკი - რუსმა ჯარმა აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლეს, არამედ სისხლითაც შეღებეს

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინელების სისხლის დაღვრით უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათზე არ არის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომერ ზელესკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით რუსეთმა უკრაინას აღდგომა ასეთი გზით „მიულოცა“ და რუსეთის ამ ქმედებას სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება უწოდა, რომელიც არ შეწყვეტილა თუნდაც ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე

“რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ,მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავდა რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარზე, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა და ქრისტიანული სიკეთე ჰქვია,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელესნკის თქმით, რუსმა ჯარმა ეს აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლითაც შეღება. 

“ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. ასე რომ, ეკლესიაში სანთლის ხელში დაჭერა არ ნიშნავს ქრისტიანად ყოფნას. ყოველწლიურად აღდგომის აღნიშვნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ადამიანი, იყო ქრისტიანი,” - დასძინა ზელენკსიმ.

შეგახსნებთ, რომ აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს, რასაც  საერთო ჯამში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა