რუსეთი არ აპირებს გეგმეგმის მიტოვებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინისთავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
დაზვერვის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობა გეგმავს დაბომბვასა და სარაკეტო დარტყმას მომწამვლელი სამხედრო ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით.
გარდა ამისა, დაზვერვის ოფიცრები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკვე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სავარაუდო არსებობის შესახებ, როგორც კრემლის გეგმის დამატებით დასტურს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
“ოკუპანტები უკვე ეძებენ და ამოწმებენ სამხედრო მომწამვლელი ნივთიერების საბრძოლო მასალის (ცილინდრების) შესაძლო შესანახ ადგილებს.”- აღნიშნულია დაზვრევის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press