Foto

უკრაინის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აწამებენ

ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი ქარხანაში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს,-ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.

გუბერნატორის თქმით, საკონცენტრაციო ბანაკი ვოლჩანსკში, ერთ-ერთი ქარხნის შენობაში შეიქმნა.

”ქარხნის შენობაში ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანები გარკვეულ წამებას ექვემდებარებიან, აიძულებენ ითანამშრომლონ, შეუერთდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს,” -აღნიშნა სინეგუბოვმა.

მან ასევე დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები მტერმა ოკუპირებულ იზიუმში ადგილობრივი მოსახლეობის „მობილიზებისთვის“ განახორციელა.

გარდა ამისა, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ რუსეთის ქმედებები ომის დანაშაულებად მიიჩნია და  გაეროს კომისიას მოუწოდა, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ.