გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 25 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომს 2665 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 3053 კი დაშავდა. გაერომ ასევე დაადასტურა 67 ბავშვის დაღუპვა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოა, რომ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში, მონაცემების დროული დაზუსტება ვერ ხდება.
„სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა ფართო ზემოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებას ემსხვერპლა მათ შორის მძიმე არტილერიასა და მრავალჯერად სარაკეტო დაბომბვას."- აღნიშნულია გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაეროს ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედების გამო, ორგანიზაციას არ შეუძლია ინციდენტების ადგილების მონახულება და ადგილზე დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვა. მიმდინარე განახლებაში წარმოდგენილი სტატისტიკა ეფუძნება ინდივიდუალურ სამოქალაქო ჩანაწერებს, რომელშიც დაკმაყოფილებულია მტკიცების სტანდარტი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press