დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა - ამის შესახებ საკუთარ Telegram არხზე ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია წერს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანივსილისა და პარტია "ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
"დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების ჩხუბი ათწლეულების განმავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერც ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან" - განაცხადა არახამიამ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press