ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების დახმარებას Stormer-ის ტიპის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორით, რომლებიც აღჭურვილია მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემით. - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფო ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს არის უკრაინისთვის სოლიდარობის კიდევ ერთი გზა.
"ახლა, წარმომადგენელთა პალატის წინ, შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას ვაჩუქებთ მცირე რაოდენობის ჯავშანტრანსპორტიორებს, რომლებიც აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარებით". - თქვა ბენ უოლასმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press