Foto

დმიტრო კულება- მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საფრთხეზე საუბარი, ნიშნავს რუსეთის დამარცხებას

„რუსეთი კარგავს ბოლო იმედს, შეაშინოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. ამრიგად, საუბარია მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საფრთხეზე. რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს დამარცხებას უკრაინაში, “ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

კულებას თქმით, მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა უკრაინამ გავიმარჯვოს და დაიცვას ევროპული და გლობალური უსაფრთხოება.

გარდა ამისა, როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ბირთვული ომის საშიშროება სერიოზულია, ის რეალურია და მისი შეფასება შეუძლებელია.

გარდა ამისა ამნ იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. თუმცა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას ამ ომისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.