ქალაქის ხელისუფლება ემზადება რუსეთის თავდასხმისთვის ან ქალაქის ალყისთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის მერი ავრცელებს.
მისივე თქმით,მოსალოდნელი თავდასხმის წინ ხელისუფლება, სამხედროებთან ერთად, ამზადებს თავდაცვით სტრუქტურებს, როგორც ქალაქის სიახლოვეს, ასევე ქალაქის შიგნით.
"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყირიმის გავლით ახდენს იარაღს და სამხედრო რესურსების გადმოსროლას. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აგროვებენ თავს უყრიან ამ ყველაფერს ხერსონის რეგიონში. დიახ, ჩვენ ველოდებით ქალაქ ნიკოლაევზე თავდასხმას ან ალყას,"- განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press