საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. - ასე ეხმაურება საკუთარ Telegram არხზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს უკრაინასთან მიმართებაში კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საქართველოსთან სააერო კავშირზე აკრძალვის მოხსნის საკითხი.
" საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს წევრს ОДКБ-ში. ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელიან. " - წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე სიმონიანი.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press