Foto

სერგეი ლავროვი - კიევის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებები მარიუპოლში გაიმართოს ვეწინააღმდეგებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანის შეთავაზებას უარყოფს და აცხადებს, რომ მარიოპოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება შუამავალი მოლაპარეკებებში.

" კიევის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებები მარიუპოლში გაიმართოს ვეწინააღმდეგებით" - განაცხადა ლავროვმა

ცნობისთვის , გაეროს მდივანთან შეხვედრის დროს სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების გზით დიპლომატიური კონსესუსის მიღწევა სურს.

შეგახსენებთ, რომ გაერო მზადაა, თავისი ადამიანური და ლოგისტიკური რესურსები მარიუპოლში სიცოცხლის გადასარჩენად მიმართოს ასევე გაერო მზად არის იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში.