დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.- ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას.
"ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მცდელობას ჩათრეულ იქნას მოლდოვა ქმედებებში, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას". – თქვა მაია სანდუმ.
შეგახსენებთ,რომ პოდოლიაკმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა,რომ აღიარებულ დნესტრისპირეთზე თავდასხმები მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს ამიტომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press