კიევის ცენტრში დაიწყეს დემონტაჟი ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ მდებარე მონუმენტისა, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხების მეგობრობას განასახიერებს.- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრიივ ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე თქმით, ხალხთა მეგობრობის თაღი კიევის 1500 წლისთავისა და სსრკ-ს შექმნის 60 წლისთავის სადღესასწაულოდ აღიმართა 1981 წლის ნოემბერში და ახლა მისი დანგრევის დროა.
" ეს არის უკრაინის რუსეთთან გაერთიანების აღსანიშნავი მონუმენტი რომლის დემონტაჟიც ახლა დროული და ადეკვატურია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press