ბერლინი უკრაინას Gepard-ის 30 საზენიტო ტანკს მიაწვდის. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება.
„გუშინ გადავწყვიტეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას საზენიტო სისტემებით...ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება საჰაერო სივრცის მიწიდან დასაცავად“, - განაცხადა ლამბრეხტმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press