რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებიან.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
მათივე თქმით, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის მაცხოვრებლები იღებენ ყალბ SMS შეტყობინებებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების სახელით, რომლებიც მათ მოსალოდნელი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შესახებ ატყობინებს.
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ სურთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცა ქალაქში დარჩენილები აღქმულები იქნებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე გაანადგურებენ. ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მაია სანდუმ განცხადება გაავრცელა სადაც დაძაბულობის ესკალაციაზე საუბრობს და საფრთხეებზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press