უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე 2000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ასევე დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენა სასწრაფოდ არის საჭირო. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის საავადმყოფოში დაჭრილ სამხედროებთან ერთად,დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებიან.
„მეტალურგიულ ქარხანაში სულ მცირე 2000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში. მედიკამენტების გარეშე. სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა. ისინი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ. "- ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ . მოგვიანებით მათ უკრაინის ქალაქი, მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი სამხედროები არ წყვეტენ მარიუპოლზე საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ასევე გრძელდება ჯარის ნაწილების ბლოკირება, აზოვსტალის ქარხნის მიდამოში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press