დრო უკრაინის მხარეს არ არის, - ამის შესახებ ამერიკის არმიის გენერალმა, მარკ მილიმ გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მარკ მილის თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის, პოტენციურად გადამწყვეტი, შეტევისგან თავის დასაცავად.
„ამ ბრძოლის შედეგი, დღეს აქ, დამოკიდებულია ამ ოთახში მყოფ ხალხზე. უკრაინელები იბრძოლებენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ბრძოლისთვის საჭირო საშუალებები", - დასძინა მან.
საინფორმაციო სააგენტო Reuters აშშ-ის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობები და მზადყოფნა გააგრძელოს ჯარისკაცების და ქვედანაყოფების გაგზავნა უკრაინაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press