რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „პრინციპში“ დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის (ICRC) ჩართვას უკრაინის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სპიკერი, სტეფან დუჟარიკი, ავრცელებს.
სპიკერის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობები განიხილა.
,, ვისაუბრეთ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იმყოფება.პრეზიდენტი პრინციპში დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში “, - ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემდგომი დისკუსიები გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის გაიმართება, ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press