ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრიამ და ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მა რუსული გაზის გადახდის პირობები რუბლებში მიიღეს.
როგორც კანცლერი საკუთარ Twitter-ზე წერს, ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს და რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს.
„იქამდე, სანამ აქ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები კიდევ უფრო გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV გააგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდების გადახდას ევროში. ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს წერტილით და მძიმით,“-აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფრომაციით, ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მ მიიღეს რუსული გაზის გადახდის პირობები რუბლებში. ხოლო რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press