აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაში ვკითხუხლობთ.
მათივე თქმით,აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით.
" მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.
ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
ამდენად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
ამ განცხადებას ხელს აწერენ :
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი
ბანკები და საზოგადოება
მედიის განვითარების ფონდი
Europe for Georgia
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ლიბერალური აკადემია თბილისი
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press