Foto

კანადის პარლამენტი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდს უწოდებს

კანადის პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ აღიარებას.

დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ არსებობს „მკაფიო და საკმაო მტკიცებულება კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასიური ომის დანაშაულების შესახებ“, რომლებიც ჩადენილია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით.

 „რუსი სამხედროები უკრაინაში მასობრივ სისასტიკეს ჩადიან, მათ შორის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, გვამების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაადგილებას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებას, ფსიქოლოგიურ დაზიანებას და გაუპატიურებას,"-  ნათქვამია კანადის პარლამენტის შუამდგომლობაში.

კანადის პრემიერ- მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თვის დასაწყისში აღნიშნა, რომ აბსოლუტურად სწორია სიტყვა „გენოციდის“ გამოყენება  რუსეთის ქმედებების შესაფასებლად.