უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას - ეს განცხადება, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, CNN-თან საუბრისას გააკეთა.
გენერალური მდივანი თვლის, რომ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, მისი აზრით პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა, შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ გაჩნდება. „ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული პოლიტიკური შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ყველა შეხვედრა ჩავატაროთ, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს," - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა, რათა ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობები განეხილა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press