Foto

იენს სტოლტენბერგი - ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით

ნატო მიესალმება ფინეთსა და შვედეთს თავის რიგებში, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ეს განცხადება სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გენერალური მდივანის თქმით, სამხედრო ორგანიზაცია მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნებისთვის, თუ მათი ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.

„ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია შეიტანენ თუ არა განაცხადს ნატო-ში წევრობაზე.თუმცა თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ორივე  სახელმწიფოსთვის დამაზარალებელი იქნება და რუსეთთან  ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს.