ნატო მიესალმება ფინეთსა და შვედეთს თავის რიგებში, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ეს განცხადება სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გენერალური მდივანის თქმით, სამხედრო ორგანიზაცია მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნებისთვის, თუ მათი ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.
„ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია შეიტანენ თუ არა განაცხადს ნატო-ში წევრობაზე.თუმცა თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ორივე სახელმწიფოსთვის დამაზარალებელი იქნება და რუსეთთან ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press