თავსუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით (2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა 17,201 პირი) არის გაზრდილი. რაც შეეხება ბელარუსის მოქალაქეებს, მათი შემოსვლის მაჩვნებელი 555%-ით გაიზარდა.
გაზრდილია ასევე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები, რადგან 2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 30 ათასზე მეტი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მოქალაქეების 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა აღემატება უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press