გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მოწოდებას უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის, ვოლფგანგ კუბიცკის თქმით, პეტიციას ოპოზიციურმა პარტია, CDU-მ დაუჭირა მხარი.
„რუსული შემოჭრის შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება ეფექტური იარაღისა და რთული სისტემების მიწოდებაა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გადაცემის დაჩქარება“, - ნათქვამია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მიერ წარდგენილი სიიდან ყველა მძიმე იარაღი ამოიღო..გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ, ოლაფ შოლცის ოფისის რეკომენდაციით, სიის შემცირება დაიწყო, რის შედეგადაც გერმანიის სამხედრო ინდუსტრიიდან უკრაინაში იარაღის შესაძლო ექსპორტის სია 48-დან 24 გვერდამდე შემცირდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press