რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და მოლდოვაში იარაღის მიწოდება უნდა გაძლიერდეს და აცხადებს, რომ "ეს ნაბიჯი არასტაბილურობის პროვოცირებას მოახდენს".
პესკოვმა აღნიშნა ისიც, რომ ლიზ თრასის ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაფასოს.
„თავისთავად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში იარაღის მიწოდების ტენდენცია არის ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას და არასტაბილურობის პროვოცირებას,“- განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთი უნდა დაეხმაროს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განვითარებასაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, რომლებსაც შესაძლოა რუსეთის სამხედრო აგრესია დაემუქროს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press