რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის პოტენციურად გამოყენების შესახებ, ბოლო პერიოდში გამწვავდა "დრამატულად უპასუხისმგებლო გზით", მაგრამ ეს ახალი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალოვანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ერთ ადამიანზე- რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. მაგრამ აშშ ბირთვულ შანტაჟს არ დანებდება და არ მოითმენს ბირთვული იარაღის ჟღარუნსა და ბირთვულ ზღვარზე ყოფნას.
„ეს ომი პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით დაიწყო, და დასრულდება პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით. შეერთებული შტატები „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინისა მისი მთავრობისთვის იქნება სტრატეგიული დამარცხება და არა უკრაინაში გამარჯვება,“- აღნიშნა სალივანმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითებში ჩარევის შემთხვევაში, რუსეთი მათზე საპასუხო დარტყმებს ელვისებური სისწრაფით მიიტანს. რისთვისაც ყველა საჭირო იარაღი აქვს, რასაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. შესაბამისად არც თავად დააყოვნებს ფიქრს იმაზე, გამოიყენებს თუ არა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press