Foto

მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლები მასიურად იტაცებენ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში მსახურობის ასაკი აქვთ

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსი დამპყრობლები მასიურად იტაცებენ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში მსახურობისთვის შესაბამისი ასაკი აქვთ. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გატაცებულები გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ და არაადამიანურ პირობებში აკავებენ. 

„გამშვებ პუნქტებზე იტაცებენ ადამიანებს, უკვე გადავიდნენ მასობრივ გატაცებაზე. ყველა სამხედრო ასაკის კაცს იტაცებენ. ორი კვირის წინ მათ დაიწყეს რუსეთის ჯარში გაწევრიანების შეთავაზება, დღეს კი საგუშაგოებზე იტაცებენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ ადამიანები სარდაფში არაადამიანურ პირობებში აკავებენ, ვფიქრობ, მათ სურთ გამოიყენონ გაცვლის ფონდად ან ქვემეხის საკვებად უკრაინასთან ომის დროს ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა მან.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საფრთხე რეალურია როგორც საგუშაგოებზე, ასევე ქალაქში და მელიტოპოლის რაიონში.