უკრაინის სამხედრო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა მიიღეს - საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე ასრულებს საბრძოლო მისიებს სამხრეთის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს.
მათი თქმით, მიღებული სარაკეტო სისტემა დაეხმარება უკრაინას დახუროს ცა და დაიცვას თავი საჰაერო დარტყმებისგან.
„ჩვენ ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან. პარტნიორი ქვეყნებისგან მიღებულმა საჰაერო თავდაცვის S-300 სისტემამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში. სისტემა უკვე საბრძოლო მისიებში გამოიყენება“,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის S-300 სისტემის გადაცემის შესახებ, 8 აპრილს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა, განაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press