უკრაინამ მსოფლიო ბანკის დონორთა ნდობის ფონდიდან 88,5 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება მიიღო. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, მიღებული გრანტი სოციალური, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფას მოხმარდება. გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა.
„დღეს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურმა ფონდმა მიიღო 88,5 მილიონი ევროს გრანტი. ეს თანხები მსოფლიო ბანკმა გადაუხდელად გამოიტანა დონორთა ნდობის ფონდიდან უკრაინის ეკონომიკური აღდგენის განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, შესაბამისი ხელშეკრულება უკრაინასა და მსოფლიო ბანკს შორის 2022 წლის 21 აპრილს გაფორმდა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press