ნორვეგიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის აკრძალვას რუსეთიდან და ბელორუსიიდან სატვირთო მანქანების საზღვრის გადაკვეთაზე. შესაბამისად ნორვეგია-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი რეგულარული გამშვები პუნქტი სოფელ სტორსკოგში რუსეთის ფედერაციის სატვირთო მანქანებისთვის დაიკეტა. ამიერიდან რუსული გემები ვეღარ შევლენ ნორვეგიის პორტებში,- ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა განაცხადა.
აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ რუსული გემი ნორვეგიის პორტში სათევზაოდ შევა, ვინაიდან ნორვეგიის პორტებში მოძრავი ასეთი გემები მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 60%-ს შეადგენენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი, ისევე როგორც რუსული სატვირთო მანქანებისა და გემების უმეტესობის აკრძალვა ბლოკში.
რუსულ გემებს ასევე აეკრაძალა შესვლა ბულგარეთის, რუმინეთისა და იტალიის პორტებში, შემდგომში რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადას ესტონეთიც შეუერთდა.
18 აპრილს კი ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტმა რუსული გემებისთვის წვდომა დახურა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press