ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია, გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ავრცელებს.
მათივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
" სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული გამოაქვეყნა დასკვნა სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა ოჯახი ვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში. ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს." - ნათქვამია პეტიციაში.
შგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press