Foto

ზელენსკი - დავბერდი გონებრივად და მორალურად

მე დავბერდი გონებრივად, მორალურად ომის შემდეგ. - ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

მისივე თქმით, ის დაბერდა მთელი იმ ინფორმაციით, რომელსაც გარდაცვლილების შესახებ იღებს.

"მე დავბერდი გონებრივად, მორალურად. ისე, მორალური თვალსაზრისით მე აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ მე დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც დაკავშირებულია დაღუპული ადამიანების რაოდენობასთან და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. ასეთი სიბრძნე... მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.