ბიომეტრიული პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ძვირდება. ცვლილებები 1-ლი მაისიდან ამოქმედდება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე თქმით, ფასების ზრდა საგანგაშო არ არის.
" ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;
ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;
გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;
დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი. " - ვკითხულობთ დადგენილებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო პირადობის მოწმობის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარად.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press