რისკები, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, დიდია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი "ზედმეტად ნელია".
" რისკები, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, დიდია. ზუსტად იმ შედეგების გამო, რასაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყვნენ. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ისინი ყველა ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციას ვახდენთ და ვხედავთ" - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press