რაც სიმბოლურია ამ მომენტში არის ის, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევშია. - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთმა გაეროს "შუა თითი აჩვენა".
" რაც სიმბოლურია ამ მომენტში არის ის, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევშია. რუსეთის თავდასხმა კიევზე არის მისდამი ე.წ მისალმებაა. პუტინმა ამ მომენტში ჩვენი სახლების დაბომბვით და მათი განადგურებით გაეროს "შუა თითი აჩვენა". პუტინის სამიზნე არ არის სახლები, მისი სამიზნე ადამიანების სიცოცხლეა" - განაცხადა კლიჩკომ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press