Foto

ოსტინი - უკრაინელების სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება

უკრაინელების სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩებ. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინამ აჩვენა სიმტკიცე და გამძლეობა.

" უკრაინაში დაბომბეს საავადმყოფოები, დახოცეს მათი მოქალაქეები, მათი შვილები ტრავმირებულები არიან და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელებმა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს. მათი სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება." - თქვა ოსტინმა

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.