უკრაინა ნავთობის მარაგებს მალე შეავსებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საწვავის საწარმოებს.
"ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებზე მანქანების რიგები და გაზრდილი ფასები შეინიშნება. ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საწვავის წარმოების, მიწოდებისა და შენახვისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. რუსეთმა ასევე დაბლოკა ჩვენი პორტები, ამიტომ მარაგების შესავსებად დაუყოვნებელი გადაწყვეტილებები არ არსებობს" - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press