უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს ეთერში ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყება და საიტი "სტარჰიტი" ახალი გადაცემის გადაღებაში მონაწილეთა დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე თქმით, გალკინი რუსეთ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს და უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, რუსული სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "პირველი არხის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რეიტინგული გადაცემის "ამაღამის" წამყვანი ახლიდან შეერჩიათ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press