ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს.- ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონის პოლიცია ავრცელებს.
მათივე თქმით, 3 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი.
" გვიან ღამით კიევის ოლქის სოფელ მიროცკოეში კიევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოვაჩინეთ. საფლავები რუსებით პოზიციასთან ახლოს იყო გათხრილი. ფაქტია რომ ისინი რუსებმა კვალის დაფარვის მიზნით დამარხეს. სამწუხაროდ საფლავში 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ და 3-ვე მათგანი თავში დამიზნებითაა მოკლული. ასევე დაღუპულებს თვალები ახვეული ჰქონდათ. ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აწამებდნენ. მათი ამოცნობა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მტერმა წამების დროს ისინი დაასახიჩრეს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ეს არის სამხედრო დანაშაული. ამ ეტაპზე რუსების მიერ მოკლული 1202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარს მივაგენი." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press