Foto

პელოსი - ჩვენ აქ ვართ საბრძოლველად, ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ უკვე დატოვა უკრაინა ახლა ის პოლონეთში იმყოფება და იქ პრესკონფერენციას მართავს.

პელოსიმ უპასუხა კითხვას, სად არის აშშ-ს ლიმიტი რიტორიკაში და იარაღის გადაცემაში, რათა არ მოხდეს „რაღაც ბევრად უარესის პროვოცირება“.

"მე ვილაპარაკებ ჩემი სახელით. ნუ დანებდებით მოძალადეებს. თუ ისინი დაემუქრებიან, მაშინ უკან ვერ დაიხევთ. ჩვენ აქ ვართ საბრძოლველად და ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა მათ წინაშე, ვინც ჩხუბი დაიწყო. “ – ხაზგასმით აღნიშნა პელოსიმ.
 კონგრესის წევრების დელეგაციის ვიზიტის შესახებ პირველი ცნობები კიევში კონგრესმენების წასვლის შემდეგ გამოჩნდა - ეს საკმაოდ გავრცელებული სიფრთხილეა, დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ცხელ წერტილებში ვიზიტების დროს..