Foto

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 23 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 23 800-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 02 მაისი დილის 6.00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 23 800 
  • ტანკი - 1 048 
  • ჯავშანტექნიკა - 2 519 
  •  საარტილერიო სისტემა - 459 
  • სარაკეტო სისტემა - 152; 
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 80 
  • ​თვითმფრინავები - 194 
  • ვერტმფრენი - 155 
  • ​საავტომობილო ტექნიკა - 1824 
  • გემი/ნავი/კატარღა - 8 
  • საწვავის რეზერვუარი - 76;
  •  ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 271;
  •  სპეციალური აღჭურვილობა - 38;
  •  გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.