დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა COVID-19 ვაქცინაციის პროგრამის დროებითი შეჩერება, იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა და ინფექციების შემცირების გამო.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 მაისის შემდეგ მოქალაქეები COVID-ის ვაქცინაციაზე აღარ იქნებიან მიწვეული.
დანიის ჯანდაცვამ ასევე გამოაქვეყნა დამატებითი ზომები ქვეყანაში COVID-ის შეზღუდვების შესამსუბუქებლად. ეს ეხება ნიღბის ტარების და მოხუცების მოვლის წესებს.
საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
დანიის ჯანდაცვის ორგანოს მონაცემები აჩვენებს, რომ 20 აპრილის მდგომარეობით, 12 წელზე უფროსი ასაკის დანიელების 89% სრულად იყო ვაქცინირებული, ხოლო 76% -მა მიიღო გამაძლიერებელი. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 37% ასევე სრულად არის აცრილი.
დანიის ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ ადამიანებს სურვილის შემთხვევაში კვლავ შეუძლიათ გაზაფხულზე და ზაფხულში ვაქცინაცია. გარდა ამისა, მეორე გამაძლიერებელი ვაქცინა სთავაზობენ მათ, ვინც იმუნოკომპრომეტირებულია ან მძიმე ავადმყოფობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press