არავის მოუტანია იმდენი ტკივილი დონბასისთვის როგორიც რუსეთმა 2014 წლიდან. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.
მისივე თქმით, 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
" 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 2020 წელს - 8. 2021 წელს - 15. სრულმასშტაბიანი ომის 2 თვის შემდეგ, მხოლოდ მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია. არავის მოუტანია იმდენი ტკივილი და მწუხარება დონბასის მაცხოვრებლებისთვის, როგორც რუსეთმა მოუტანა 2014 წლიდან და განსაკუთრებით დღეს. " - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press