გერმანიის პარლამენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბუნდესტაგი ავრცელებს.
მათივე თქმით, აუცილებელია მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა.
" 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესთაგმა) მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს.". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი დღეს დაასრულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press