რუსულ გუნდებსა და კლუბებს აეკრძალათ მონაწილეობა ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) შეჯიბრებებში "შემდეგ გაფრთხილებამდე", - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ავრცელებს.
მათივე თქმით, პორტუგალია რუსეთს ჩაანაცვლებს ქალთა ევრო 2022-ის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ინგლისში ივლისშია დაგეგმილი.
ცნობისთვის, რუსეთი 2023 წლის FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის აპრილში დაგეგმილ ორ მატჩს არ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 2022-23 წლების სეზონისთვის რუსეთს არ ექნება კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ უეფას ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპა ლიგაში, უეფას ევროპის საკონფერენციო ლიგაში, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგასა და უეფას ახალგაზრდულ ლიგაში. უეფამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინადადება ევრო 2028-ის ან ევრო 2032-ის მასპინძლობისთვის დაუშვებელია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press