Foto

ოლაფ შოლცი - სანამ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს, გერმანია სანქციებს არ გააუქმებს

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქამდე არ მოიხსნება, სანამ კრემლი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინმა არასწორად გამოთვალა, როდესაც ფიქრობდა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ხანმოკლე იქნებოდა. ამასთან, სამშვიდობო შეთანხმების პირობებს რუსეთს ახლა უკრაინა უნდა კარნახობდეს.

„მან ბოლომდე ვერ დაგეგმა უკრაინაში გატარებული „ოპერაცია“. არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. არ ეგონა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით, რომ ამდენ ხანს გაძლებდნენ... ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციები იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს“, - განაცხადა შოლცმა.

გარდა ამისა შოლცმა დასძინა, რომ გერმანია არ ცნობს ყირიმს რუსულად და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტი იყო. 

შეგახსენებთ, მანამდე გერმანიამ უკვე განაცხდა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნავთობზე. გერმანიის კანცლერმა ასევე უარი თქვა კიევში ვიზიტზე, რის გამოც ის უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გააკრიტიკა.