სლოვაკეთი ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ემბარგოს, გამონაკლისის სახით არ შეუერთდება.ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოა, რომ ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობას დღეს დაასრულებს. სლოვაკეთი იმპორტირებული ნავთობის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს. ქვეყანამ განაცხადა, რომ ნავთობის 120 დღის მარაგს ფლობდა.
„თუ საქმე ეხება რუსული ნავთობის ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, მაშინ სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განაცხადა სამინისტრომ როიტერის კითხვებზე საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდის ფარგლებში ნავთობის ემბარგო არ დააწესონ, ვინაიდან ორივე ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ მარაგებზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press