რუსეთმა უკრაინაში შეჭრით "კატასტროფის თესლი დათესა", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადაში მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ისტორიული სისულელე, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია. "უკრაინამ არამარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის ისტორიული სისულელე, გიგანტური შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია, პუტინის შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა და რუსული ჯავშანტექნიკის გვამები, რომლებიც მოფენილია თქვენს მინდვრებსა და ქუჩებში, არა მხოლოდ მისი სისულელის, არამედ თვით ავტოკრატიის საშიშროების ძეგლია“. - განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას დისტანციურად მიმართა და ქვეყანას ახალ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press