რუსეთის ეკონომიკა, სამხედროები და პროპაგანდა,- ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირი ეტაპობრივად რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს და იმპორტის ალტერნატიულ მარშუტებს შექმნის.
ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის რუკიდან წაშლა სურს, რაც რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვა.
"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ემბარგოს გავლენა გლობალურ ბაზარზე.ამგვარად, ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით ზეწოლას რუსეთზე და ამავე დროს მინიმუმამდე ვაყენებთ ზიანს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ძლიერი დარჩეს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი”, - თქვა მან.
ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება 2022 წლის ბოლომდე.მას არ უსაუბრია, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირის წევრ, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის ემბარგოდან გათავისუფლების უფლება მიეცემა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press